სამოქალაქო სექტორთან ერთად უზენაეს სასამართლოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც მიმართავენ.
დღეს ერთდროულად რამდენიმე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც პოლიტიკური ლიდერები რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს აფასებდნენ.
ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ ოპოზიციას ეჭვი ეპარება, რომ უზენაესმა სასამართლომ გაუძლოს ხელისუფლების ზეწოლას.
ინფორმაცია პოლიტიკოსებმა დღეს ევროკომისარ იოჰანეს ჰანსაც მიაწოდეს.
ოპოზიციისგან განსხვავებული აზრი აქვთ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში კვლავ მიაჩნიათ, რომ საქმე ორ სუბიექტს შორის დავას წარმოადგენს.
მანამდე კი დღის განმავლობაში მეიდიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს, სადაც ხაზგასმით აღინიშნა რუსთავი2-ის საქმის მნიშვნელობა და მისი როლი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესში.
გუშინ კი ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და უზენაესს სასამართლოს მიმართა.
გუშინ, 18:00 საათზე რუსთავი2-ის თანამშრომლებმა და გენერალურმა დირექტორმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიმართეს, რომ წარმოებაში მიიღოს რუსთავი2-ის სარჩელი.
ავტორი: ეკა გაგუა