19 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
მოსამართლეების არჩევა - მანტიის გარეშე დარჩენილი ურთმელიძე

თამაზ ურთმელიძე სასამართლოს სისტემის მიღმა დარჩა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რუსთავი2-ის საქმის მოსამართლემ იუსტიციის საბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო, განსხვავებით იმ 40-ზე მეტი მოსამართლისგან, რომლებიც უკვე დაინიშნენ თანამდებობზე. 

ურთმელიძისთვის მხარდაჭერის არგამოცხადების შესახებ განცხადება ცოტა ხსნის წინ გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ. მას მიაჩნია, რომ კონკრეტულ საქმეს ურთმელიძის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ გავლენა არ მოუხდენია.  

"თამაზ ურთმელიძის მიმართ კონკრეტულ საქმეს ზეგავლენა არ მოუხდენია. ეს არის კონკურსი, რომელშიც იმარჯვებენ უფრო ძლიერები," - განაცხაზდა მურუსიძემ. 

განცხადებები დაწინაურების შესახებ არ დაუკმაყოფილდათ პირველ ინსტანციაში სანდრო გირგვლიანის საქმეს განმხილველ მოსამართლესა და ცენტრ პოინტის საქმის განმხილველ მოსამართლეს. 

სულ იუსტიციის საბჭომ 40 მოსამართლე აირჩია, მათ შორის არის თამარ ალანიაც. 

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები