19 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
აჭარის კრიზისი - კონსტიტუციონალისტები პრეზიდენტს აკრიტიკებენ

აჭარის მთავრობა პრეზიდენტმა გადააყენა - გიორგი მარგველაშვილის ქმედებას კონსტიტუციონალისტები გამოეხმაურნენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, პროცესი კონსტიტუციურ დავაშიც გადაიზარდოს. 

"მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა მანამდე, სანამ პრეზიდენტი მას გადააყენებდა. მთავრობას მთავრობის მეთაურზე უფლებამოსილება შეუწყდა, შემდეგ კი ეს შემადგენლობა პრეზიდენტმა გადააყენა. ეს შეიძლება კონსტიტუციური დავის საგანიც გახდეს," - აცხადებს კახი ყურაშვილი.

"სამართლებრივ უხერხულობას" უწოდებს პრეზიდენტის ქმედებას დავით ზედელაშვილიც. 

"სამართლებრივ უხერხულობასთან გვქონდა საქმე. პრეზიდენტმა გადააყენა უფლებამოსილება შეწყვეტილი აჭარის მთავრობა. ამ შემთხვევაში ეს იყო გამოწვეული კონსტიტუციური კანონის დეფექტიდან გამომდინარე," - აცხადებს ზედელაშვილი. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, კოტე ჩოკორაია, კი ამბობს, რომ ეს ცუდი პრაქტიკა იქნება სამომავლოდ.

"პრეზიდენტის ქმედებით ითქვა, რომ აჭარის მთავრობა ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებას, რაც არის ცუდი პრაქტიკა. იურიდიული გამოსავალია მოძებნილი იმიტომ, რომ კონსტიტუცია პირდაპირ არ ითვალისწინებს ნორმებს, რა ხდება იმ შემთხვეაში, თუ თავმჯდომარე გადადგება," - აცხადებს ჩოკორაია. 

 

 

ავტორები: ეკო მაღრაძე, ნოდარ მელაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები