თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის მკვლელობა შეერთებული შტატების ანტიტერორისტული ოპერაციის მნიშვნელოვანი წარმატებაა. ამის შესახებ პენტაგონის პრეს მდივანმა განაცხადა.
პიტერ კუკის ინფორმაციით, ბათირაშვილი კოალიციის ავია იერიშებს ერაყის შირკატის რაიონში ემსხვერპლა, სადაც საჰაერო დარტყმები 10 ივლისს განხორციელდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონმა პირველად მარტში გაავრცელა, თუმცა ის ტერორისტული დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ პირველად დაადასტურა.
თარხან ბათირაშვილის გარდაცვალება პანკისის ხეობაშიც დასტურდება უკვე. ხეობაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ორი ადგილობრივის დაღუპვის შესახებ, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლნენ სირიაში.