19 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
დიღმის პარკთან მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

სამარტშუტო მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა - დიღმის პარკთან მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა დილიდან სამუშაოდ არ გავიდნენ. მიზეზი კი პარკში მომხდარი ინციდენტია.

ერთერთი მიკროავტობუსის მძღოლსა და დაცვის თანაშმრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ალკოტესტის შემოწმების დროს, დანარჩენმა მძღოლებმა კი კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადეს. მოგვიანებით, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზეც ალაპარაკდნენ და სწორედ ამ მოთხოვნებით აგრძელებენ აქციას. ისინი ყოველდღიური გეგმის შემცირებას ითხოვენ.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მძღოლებს განუმარტა, რომ სამშაბათს მოხდება ხელმძღვანელებთან შეხვედრა, სადაც მათი მოთხოვნების დაყენებას შეძლებენ, მძღოლების ნაწილმა განცხადების შემდეგ სამუშაოზე გასვლა გადაწყვიტა, თუმცა ძირითადმა ნაწილმა გაფიცვა განაგრძო, რამაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

ინციდენტთან დაკავშირებით კომპანია თბილისის მიკროავტობუსის წარმოადგენელმა განაცხადა, რომ მოკვლევა დაწყებულია.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით კი, სამარშუტო კომპანია კერძო კომპანიაა და მძღოლებთან ურთიერთობას თავად არეგულირებს. მისი თქმით, დილით მომხდარი ინციდნეტი მძღოლის ალკოტესტზე შემოწმებას მოჰყვა. მერის თქმით, ალკოტესტზე შემოწმება ყველას ვალდებულებაა.

ავტორი: ეკო მაღრაძე. 

 

 

დღის ამბები