გიორგი მღებრიშვილმა საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით აჭარის დანაყოფების მუშაობის მონიტორინგი განახორციელა. მინისტრი სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში იმყოფებოდა.
გიორგი მღებრიშვილი მესაზღვრე-კონტროლიორებსა და პატრულ-ინსპექტორებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ბათუმში ვიზიტის დროს შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სწრაფმავალი კატარღით სანაპირო ზოლის მონიტორინგიც განახორციელა