ნიცაში 4 ქართველი, რომელთაც ახლობლები ვერ უკავშირდებოდნენ, იპოვეს. ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა განაცხადა. ეკატერინე სირაძე-დელონეს თქმით, ისინი უსაფრთხოდ არიან, სახლში იყვნენ და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ.
ელჩის თქმით, ამ დროის მონაცემებით, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან.