საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა, რომ მათ ტკივილს ქართველი ხალხი იზიარებს და მათ გვერდით დგას.
პრეზიდენტმა გლობალურ უსაფრთხოებასა და საქართველოს როლზე ისაუბრა.
„ეს მოვლენა ნიშნვას, რომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში როგორ მოიქცეს. საქართველო ამ თალსაზრისით არის სახელმწიფო, რომლის უშიშროების სამსახრები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.