სამარშუტო ტაქსის მძღოლების გაფიცვა დასრულებულია. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
40 სამარშუტო ხაზის 600-მდე მძღოლი დილიდან სამუშაოდ არ გავიდა. მიზეზი ავტოპარკში მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც ერთ-ერთ მძღოლსა და დაცვის თანამშრომელს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
მოგვიანებით მძღოლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც მოითხოვეს. სამშაბათს ისინი ამ მოთხოვნებს ხელმძღვანელებს გააცნობენ. სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ შეწყდა გაფიცვა.