საქართველოს პრემიერმინისტრი ზუგდიდში ლაქერნობას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილი ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში წირვაზე იმყოფებოდა.
ლაქერნობის დღესასწაული წელიწადში ერთხელ იმართება. ამ დღეს ტაძრიდან ღვთისმშობლის კვართის გამოსვენება ხდება.