19 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ტერაქტი ნიცაში - ადგილზე მყოფი ქართველები ტერაქტის მომენტს იხსენებენ

ტერაქტის დროს ნიცაში შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, 18-ტონიანი სატვირთო ავტომობილი ნელი სვლით დაიძრა, შემდეგ სიჩქარეს მოუმატა და ხალხის მასაში შევარდა. 

ქართველები ამბობენ, რომ პოლიცია დაბნეული იყო და ხალხთან ერთად გარბოდნენ მიმდებარე ტერიტორიიდან. მათივე თქმით, მოქალქეებმა თავი სავაჭრო ობიექტებს, სასტუმროებს და რესტორნებს შეაფარეს. 

ნიცაში ამ დროისთვის უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. 

ადგილე მუშაობს კურიერის გადამღები ჯგუფი. თამარ ნუცუბიძე მოვლენათა განვითარების შესახებ კურიერში 21:00 საათზე ისაუბრებს. 

 

 

დღის ამბები