ოპერისა და ბალეტის თეატრი ისევ ქუჩაში გადის. დასის ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს. თეატრის გაფიცული თანამშრომლების ბრალდებებზე დავით კინწურაშვილი ამ დრომდე კომენტრას არ აკეთებს.
ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის წევრებმა, რამდენიმე სოლისტმა, დირიჟორმა და ორკესტრანტთა ნაწილმა საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან გამართა. შემოქმედებითი ჯგუფი კულტურის მინისტრისგან სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპექტაკლებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
თანამშრომლებისა და კულტურის სამინისტროს შორის შეხვედრა რამდენჯერმე გაიმართა. თუმცა, პრობლემა ისევ აქტუალური რჩება. სამინისტროს პასუხი კი კვლავ მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაა. მიუხედავად ამისა, დიალოგი თეატრის ადმინისტრაციასთან, სავარაუდოდ, არ შედგება.
კულტურის სამინსიტროს პოზიცია გაფიცულებს არ აკმაყოფილებთ, ამიტომ მთავრობის კანცელარიასთან პრემიერთან შესახვედრად გადაინაცვლეს. თუმცა, მათ აქ არავინ გამოხმაურებიათ.
თანამშრომლების საპროტესტო გამოსვლები ოპერის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა. ოპერის თეატრის დირექტორს კომენტარი არც ჟურნალისტებთან გაუკეთებია. რაც შეეხება სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს, ის ექიმების ინფორმაციით, ჯამრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იმყოფება.