ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის მეთაურად დაამტკიცეს. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილმა კანდიდატურამ მაინც მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა.
ნაციონალური მოძრაობა და მედეა ვასაძე კენჭის ყრის პროცესს არ ესწრებოდნენ, თუმცა დარბაზში მყოფი დეპუტატების მხარდაჭერა პატარაძისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
მთავრობის ახალმა მეთაურმა ქართულ ოცნებასთან ერთად თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების ხმებიც მიიღო.
პატარაძე დღეს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ აჭარას ააგუგუნებს.
ნაციონალური მოძრაობა ზურაბ პატარაძის პრეზიდენტის მიერ რწმუნებულად დანიშვნის ფაქტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ოპოზიცია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
პატარაძის წარდგენას და მთავრობის გადაყენებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი.
ავტორები: ნათა მახვილაძე, მარიამ გაფრინდაშვილი.