დაუვიწყარი საღამოები შავი ზღვის სანაპიროზე - დღეიდან 24 ივლისის ჩათვლისთ ბათუმის მეათე ჯაზ-ფესტივალი არაერთ ვარსკვლავს გააერთიანებს. წელს პირველად ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში აჭარა ლეგენდარულ ქვინსი ჯონსს მასპინძლობს.
ის საქართველოში ბოლო წლების ფავორიტ არტისტებთან ერთად ჩამოვიდა. რიჩარდ ბონა, ალფრედო როდრიგესი და ჯეიკობ კოლიერი მუსიკალურმა ავტორიტეტმა ერთი კონცერტისთვის გააერთიანა.
კონცერტი უნიკალური ტექნიქით გამორჩეულმა სოლო არტისმა, ჯეიკობ კოლიერმა, გახსნა.
უჩვეულო იმპროვიზაციოებით ცნობილი ახალგაზრდა ვირტუოზი მსმენელს საკუთარი მრავალხმიანობითა და ინსტრუმენტების იმიტაციებით აოცებს. ელა ფიცჯერალდის, პეგი ლის, ფრენკ სინატრას და მაიქლ ჯექსონის ცნობილი ჰიტების არანჟირების ავტორის ბოლო დროის ფავორიტი 1-საათიანი პროგრამით წარსდგა.
კონცერტამდე 83 წლის 28 გრემის მფლობელი ლეგენდა სპეციალურად ბიგ ბენდის კონცერტის მოსასმენად მივიდა.
ქვინსი ჯონსის ბათუმური ვოიაჟის კადრები ისტორიულ ფილმში მოხვდება. ნეტფლიქსის მიერ დაგეგმილ დოკუმენტურ კინოს შავი ზღვის ჯაზფესტივალის და სანაპიროს კადრებით 2019 წელს მთელი მსოფლიო შეაფასებს.