19 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
თურქეთში დაშავებულებსა და დაზარალებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა საქართველოს ელჩმა. მისი თქმით, დაშავებულებსა და დაზარალებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, შეტყობინება საელჩოსა და საკონსულოებში არ შესულა. კოპლატაძის განცხადებით, ანკარაში ცხელ ხაზზე ათასზე მეტი ზარი შევიდა.

ირაკლი კოპლატაძის თქმით, საკონსულოს წარმომადგენლები ათათურქის აეროპორტში იმყოფებიან და ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარონ.

ელჩმა განაცხადა, რომ ათათურქის აეროპორტში პირველი რეისები შესრულდა, სრულად არ არის აღდგენილი ფუნქციონირება.

ირაკლი კოპლატაძემ განმარტება ბათუმის სამუსიკო ანსამბლის შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, საკონსულოს მათთან კონტაქტი აქვთ. 

დღის ამბები