სტამბოლში პრობლემები კიდევ ერთი ანსამბლის, ქართული გენის წევრებსაც შეექმნათ. ცნობილია, რომ ანსამბლი ბულგარეთიდან ბრუნდებოდა და სტამბოლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით პატარა ქალაქში იმყოფებოდა.
უკვე ცნობილია, რომ ბავშვები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მოზარდებს ან სტამბოლში დააბინავებენ, ან გამოაცილებენ საქართველოს საზღვართან.
დღეს დილიდან კი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ მშობლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი შვილების შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ იღებდნენ. მშობლები განმარტავდნენ, რომ ბავშვებს ესაჭიროებოდათ საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება. მათი ინფორმაციით მოზარდები არ გადაუყვანიათ სასტუმროში, მათთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენიათ და ბავშვები კვლავ ავტობუსში რჩებოდნენ.
„ვითხოვთ მიაქციონ ყურადღება. ან გადმოიყვანონ, ან სასტუმროში მოათავსონ, ან უკან დააბრუნონ, ავტობუსში ხომ ვერ იქნებიან,“-განაცხადა ანსამბლის ერთ-ერთი წევრის მშობელმა.
ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ადგილზე შეკრებილ მშობლებს განუმარტა, რომ სტამბოლის მისადგომებთან ანსამბლის წევრებს დახვდებოდნენ საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები და მათ ყველა სახის დახმარებას აღმოუჩენდნენ.
ამ დროისთვის აქცია სამინისტროსთან დასრულებულია.