საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა განმარტება ანსამბლ ქართულ გენთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც სტამბოლიდან 70 კილომეტრის დაშორებით იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საკონსულო მუშაობს, რომ ანსამბლი სტამბოლში დაბინავდეს და შემდეგ საქართველოში დაბრუნდეს.
„საკონსულოსთან კონტაქტი არსებობს. ანსამბლს წარმომდგენლები ქალაქის შესასვლელში დახვდებიან და მაქსიმუმს გაკეთებენ იმისთვის, რომ ანსამბლი უსაფრთხოდ დაბინავდეს სტამბოლში, შემდეგ უკვე გადმოყვანა მოხდეს ქვეყანაში,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.