19 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია.

შეზღუდვების მოხსნას ადასტურებენ მთავრობის ადმინისტრაციაშიც.  

შეგახსენებთ, შეზღუდვები დღეს გამთენიისას დაწესდა საქართველოს მოქალაქეებისათვის, ვისაც თურქეთში სურდა გამგზავრება.

ეს აკრძალვა რამდენიმე საათით იყო დაწესებული. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით გამართული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით. 

დღის ამბები