19 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
კიდევ ერთი სპეციალური რეისი თურქეთიდან - რეისი კომპანია turkish airlines-მა დანიშნა

თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო რეისი დანიშნა კომპანია Turkish airlines-მაც.  რეისი თბილისის დროით 15:30 საათზე სტამბოლის ათათურქის აერტოპორტიდან შესრულდება.

თუმცა, მანამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში აცხადებდნენ, რომ დაგეგმილი რეისები, რომლებიც უნდა ჩამოფრენილიყო თურქეთიდან და ასევე გაფრენილიყო თბილისიდან, ეს რეისები გაუქმებულია.

Turkish airlines-ის ოფისთან შეკრებილები არიან მგზავრები, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც რეისები გაუუქმდათ გუშინ ღამით და ელოდებიან ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის შეძლებენ სტამბოლში გამგზავრებას.  

თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, საგანგებო რეისი დანიშნა კომპანია atlasglobal-მაც. რეისი თბილისის დროით 16:20 საათზე სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან შესრულდება. რეისზე რეგისტრირებულია დაახლოებით 160 ადამიანი.

ასევე რეისს დღეს ღამით თბილისიდან სტამბულის მიმართულებით შეასრულებს pegasus, თუმცა ის გოგჩენის აეროპორტში ჩაფრინდება.  

წუხელ თბილისიდან სტამბულის მიმართულებით 4 რეისი გაუქმდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები