19 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
მოსახლეობა სარფის საბაჟოზე საზღვარს კვეთს - შეზღუდვები სრულად მოიხსნა

სარფის საბაჟოზე თურქეთ - საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის მზადება მოქალაქეებმა უკვე დაიწყეს. ადგილზე შეზღუდვები ცოტა ხნის წინ მოიხსნა. საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.

სარფში მყოფი მოქალაქეები კურიერთან საუბრისას განმარტავენ, რომ მათ ნახევარი საათის წინ შეიტყვეს საზღვრის გახსნის შესახებ და თვლიან, რომ ამ ეტაპზე გადასვლა უსაფრთხოა.

შეზღუდვები დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მოქმედებდა და ამ პერიოდის განმავლობაში საზღვარზე მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს უშვებდნენ.

 

დღის ამბები