19 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
დაძაბულობა ოპერის თეატრში - შენობაში სასწრაფო დახმარება და საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს

ოპერის თეატრის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები კვლავ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. დავით კინწურაშვილის მიერ შეტანილ საპასუხო განცხადებას მედიაციასთან დაკავშირებით, რომელიც პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შემთხვევაში დამატებითი საურავის დაკისრებას გულისხმობს, ოპერის გუნდის წევრების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

თეატრის შენობაში  სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.

მომხდართან დაკავშირებით თეატრის ხელმძღვანელმა Facebook-ის ოპერის ოფიციალურ გვერდზე განაცხადება გაავრცელა და მსახიობებს სეზონის ღირსეულად დახურვისკენ მოუწოდა.

დღის ამბები