19 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ინჯირლიკის ავიაბაზა თურქეთში, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალებიც იყენებენ, დახურულია

ინჯირლიკის ავიაბაზა თურქეთში, რომელსაც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებიც იყენებენ, დახურულია.

აშშ-ის საკონსულოს ცნობით, ბაზაზე გათიშულია ელექტროენერგია, აკრძალულია ბაზის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა.

საკონსულო აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ვითარების გარკვევამდე ბაზის სიახლოვეს გადაადგილებისგან  თავი შეიკავონ.

პარალელურად, ოფიციალური ანკარა საბერძნეთს იმ 8 სამხედრო პირის გადაცემას სთხოვს, რომლებიც რამდენიმე საათის წინ ქალაქ ალექსანდროპოლისში ვერტმფრენით დაეშვნენ. ისინი, სავარაუდოდ, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. 

ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რა ხდება გიელჯუკის სამხედრო საზღვაო ბაზაზეც, სადაც, გავრცელებული ცნობით, შეთქმულების მომხრეებმა სამხედრო გემი დაიკავეს და თურქეთის ფლოტის მეთაური მძევლად აიყვანეს. ტყვეობაში რჩება გენშტაბის რამდენიმე მაღალჩინოსანიც.

დღის ამბები