ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გლდანში. 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მათ შორის ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დამხარების ავტომობილია. მანქანა შეჯახების შედეგად ამობრუნდა.
შემთხვევა ქერჩის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ისინი პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.