თბილისში რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.
დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. შეჯახებაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება.