ვაშინგტონი პირველი იყო, რომელმაც ღიად და მკაფიოდ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას.
სამხედრო ამბოხების დაწყებიდან რამდენიმე საათში თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თურქეთში განვითარებული მოვლენების შესახებ პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ, ისაუბრეს და შეთანხმდნენ:
"ყველა მხარემ თურქეთში მხარი უნდა დაუჭიროს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას. გამოიჩინოს თავშეკავება და აიცილოს თავიდან ძალადობა და სისხლისღვრა. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს თურქეთში ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ორიენტირებას," - ნათქვამი იყო განცხადებაში.
ამ განცხადებამდე ამერიკამ თურქეთში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, არ გამოსულიყვნენ შენობებიდან და თვალი ედევნებინათ ადგილობრივი მედიისთვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში კონტაქტზე ყოფილიყვნენ საელჩოსთან.
ამერიკამ დიპლომატებს საელჩოს ტერიტორიის დატოვება აუკრძალა.
თეთრი სახლის ცხადი და პირდაპირი მხარდამჭერი განცხადების შემდეგ განცხადება გაკეთდა ევროკავშირში, სადაც აღნიშნეს, "თურქეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, ქვეყნის ინსტიტუტებს და კანონის უზენაესობას".
ევროკავშირმა მოუწოდა თურქეთს, სწრაფად აღდგეს კონსტიტუციური დღის წესრიგი ქვეყნის მასშტაბით.
.@POTUS spoke with President @FHollande today to discuss the attack on Nice, France: https://t.co/0DrcIVYyBJ pic.twitter.com/RTNxp1sYyj
— The White House (@WhiteHouse) July 15, 2016