მსახიობი და ტელეწამყვანი, შორენა ბეგაშვილი და მისი შვილი, ევა ბარბაქაძე, თურქეთში მომხდარი არეულობის დეტალებს იხსენებენ. ევა ბარბაქაძე რეაბილიტაციის კურსს სტამბოლში გადის. ისინი აღნიშნავენ, რომ ისმოდა სროლების ხმა, იყო არეულობა.
რუსთავი2-ის გადაცემა ექიმების წამყვანი და ექიმი კოტე მათითაშვილი, რომელიც თურქეთში იმყოფება, აღნიშნავს, რომ დღეს სტამბოლში სიმშვიდეა, თუმცა ქუჩებში მოსახლეობა ნაკლებად დადის.
გადაცემის წამყვანი არეულობის დეტალებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ ექიმების გუნდის სასტუმრო ბოსფორის ხიდის ახლოს იყო განთავსებული და ისმოდა სროლა, აფეთქებები, იყო ხალხის გაურკვეველი გადაადგილება.