საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ირაკლი კოპლატაძე, რამდენიმე საათის განმავლობაში რეჯებ ტაიპ ერდოღანთან გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდა.
მისი თქმით, პარლამენტში საგანგებო სესია ჩატარდა. მისი განცხადებით, ყველა საპარლამენტო ლიდერმა ერთობლივი განცხადება მიიღო, სადაც გუშინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმეს და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მიესალმნენ.
ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება დაფიქსირდა უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან მათ ერთობლივი განცხადება მიიღეს.
ელჩის თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი დიდი ხანია, გამოდის ინიციატივით, რომ საკონსტიტუციო ცვლილება მოხდეს და თურქეთი საპარლამენტო წყობილებიდან საპრეზიდენტოზე გადავიდეს.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტი და პრემიერი აღნიშნავენ, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ საზოგადოება ამბოხის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა, რამაც მდგომარეობა შეცვალა.
ელჩის თქმით, 3000 ათასი ადამიანია აყვანილი მხოლოდ სამხედროებიდან.
ელჩმა ქართველების შესახებაც ისაუბრა, მან განაცხადა, რომ ათათურქის აეროპორტიდან 2 რეისი განხორციელდა და გოგჩენის აეროპორტებში 2 გამოფრენა არის დაგეგმილი.