19 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
სტამბოლიდან თბილისში 2 თვითმფრინავი ჩამოფრინდა

ათათურქის აეროპორტის დროებითი ბლოკირების შემდეგ საქართველოს მიმართულებით სტამბოლიდან უკვე ორი რეისი განხორციელდა.

მეორე ლაინერი ცოტა ხნის წინ დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

პირველი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა სტამბოლიდან თბილისში. თურქეთის ავიახაზებმა ის მგზავრები ჩამოიყვანა, რომლებიც წუხელ თურქეთიდან თბილისის მიმართულებით უნდა გამოფრენილიყვნენ.

ცოტა ხნის წინ ჩამოფრენილი მგზავრები  წუხანდელი ღამის დეტალებს იხსენებენ. მათი თქმით, რთულ და გაურკვეველ ვითარებაში მოუწიათ ყოფნა, რადგან არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოვლენები ვითარდება ქვეყანაში.

„საშინელი ღამე გადავიტანეთ, თურმე გადატრიალება ხდებოდა, ჩვენ კი ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა.

პირველი თვითმფრინავის შემდეგ მალევე უნდა ჩამოფრენილიყო მეორე თვითმფრინავიც, თუმცა ის 1 საათის და 40 წუთის დაგვიანებით ჩამოფრინდა.

მთელი ღამის განმავლობაში სამ სხვადასხვა ავიაკომპანიას კიდევ რამდენიმე რეისი აქვს დაგეგმილი სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით.

ამავე თემაზე
დღის ამბები