„ერდოღანი არის ანტიბიოტიკივით, რომელიც მცირე დოზებში კარგია, დიდ დოზებში კი მომაკვდინებელი,“ - სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფონდის მკვლევარი, ნოდარ ხარშილაძე, თურქეთში ბოლო რამდენიმე საათში განვითარებული მოვლენების შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.
ნოდარ ხარშილაძე თურქეთის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ საუბრობს, სადაც თურქეთის სახელმწიფო აღნიშნავს, რომ გადატრიალების მცდელობის უკან დგას აშშ-ში მცხოვრები მუსლიმანი ფეთჰულაჰ გიულენი.
„ეს იყო უფრო სხვა მიმართულებით გადატრიალება, რადგან ფეთჰულაჰ გიულერი წარმოადგენს მკვლევარს, რომელიც არის დემოკრატიისა და ისლამის სინთეზის მიმდევარი,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ის ერდოღანის შესახებ აცხადებს, რომ ის თურქეთის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკოსია და მას რეალურად კონკურენტი არ ჰყავს.
„თურქეთში პოპულარული ტერმინია, რომ ბატონი ერდოღანი არის ანტიბიოტიკივით, რომელიც მცირე დოზებში კარგია, დიდ დოზებში კი მომაკვდინებელი,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ხარშილაძე იმის თაობაზეც საუბრობს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს გუშინდელი მოვლენების შემდეგ ვითარება თურქეთში.
„ერდოღანი არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, კარგად ჩამოყალიბებული მოთამაშე პოლიტიკურ არენაზე. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი დაუჭირა ერდოღანს. ამ მომენტით ძალიან კარგად სარგებლობს ერდოღანი და თავისი პროექტი წამოწიოს წინ,“ - განაცხადა ხარშილაძემ.
ხარშილაძე ნიცაში მომხდარ ტერაქტზეც ისაუბრა და იმის შესახებ, თუ სად უშვებს დასავლეთი შეცდომას და რაშია გამოსავალი.
„დარწმუნებული ვარ, დასავლეთი შეძლებს ეფექტიანი მექანიზმების აწყობას. უბრალოდ, ამას დრო დაჭირდება. ამ დორს კი ძალიან დიდია საფრთხეა, რომ გააქტიურდეს ისლუმური სახელმწიფო," - განაცხადა ხარშილაძემ.