სახელმწიფო ხალხისთვის წევრი, გიორგი რუხაძე, წუხელ გვიან ღამით თურქეთში განვითარებულ მოვლენებს კურიერს პირდაპირ ეთერში აფასებს და საკუთარ ვერსიებზე საუბრობს, თუ რა შესაძლო მიზეზები ამოძრავებდათ სამხედროებს.
მისი თქმით, რა მიზანსაც არ უნდა ისახავდეს სამხედრო საშუალებით გადატრიალების მცდელობა, დემოკრატიული სამყაროსთვის ის მიუღებელია.
„მიგვაჩნია, რომ გადატრიალების მცდელობა, სამხედრო საშუალებებით ხელისუფლების ცვლილება, რა მიზანსაც არ უნდა ისახავდეს ის, მიუღებელია, მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის," - აღნიშნა რიუხაძემ.
რუხაძის თქმით, იმის თაობაზე, თუ ვინ იდგა გადატრიალების უკან, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
მისი თქმით, ძნელია იმის შესახებ საუბარი, თუ ვინ იდგა რეალურად გადატრიალების მცდელობის უკან.