გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ხარიტონაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, სრულად განადგურდა ოჯახის კუთვნილი ქონება, საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ეზოში ხმელ ნარჩენს გაუჩნდა, რის შემდეგაც მთლიან სახლზე გავრცელდა.
ცეცხლის ლიკვიდირება ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა შეძლეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გურჯაანის პოლიცია სწავლობს.