პროექტ Check in Georgia-ის ფარგლებში შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური შავი ზღვის რიგით მეათე ჯაზ-ფესტივალი გრძელდება.
ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მაილს ელექტრიკ ბენდის კონცერტი შედგა. ქართველი მსმენელის წინაშე 11 ვარსკვლავისგან დაკომპლექტებული ჯგუფი წარსდგა.
ბენდის ხელმძღვანელი მუსიკოსი ვინს უილ-ბერნია. მათი რეპერტუარი კი მაილს დევისის ელექტრონული პერიოდის მუსიკით არის შედგენილი.
კონცერტმა ბათუმში ანშლაგით ჩაიარა.