ანსამბლ ქართული გენის წევრები უკვე საქართველოში არიან. ავტობუსმა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაახლოებით ერთი საათის წინ გადმოკვეთა.
ქორეოგრაფები და ანსამბლის წევრები საქართველოს საელჩოს თურქეთში უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ღამის გათენება მათ ღია ცისქვეშ მოუწიათ.
ანსამბლი საქართველოში ბულგარეთიდან თურქეთის გავლით დაბრუნდა. ავტობუსს, სადაც 50-მდე ბავშვი იმყოფებოდა, სარფში მშობლები დახვდნენ.