19 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ვითარება თურქეთში - სტამბოლში დაღუპულებს კრძალავენ

თურქეთში 2 დღის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულთა დაკრძალვა დაიწყო. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

შეკრებილ მოქალაქეებს მოქმედმა პრეზიდენტმა მიმართა. 

"გიულენის მომხრეებმა, როგორც კიბოს ვირუსმა, შეაღწიეს სახელმწიფოს ყველა ორგანოში. ჩვენ ვიცოდით ამის შესახებ. იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გაუგზავნეს ჩვენი მოთხოვნები გიულენის გადმოცემის თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს. დაველოდოთ მათ რეაქციას," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 

პარალელურად, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს 15 ივლისის ღამის საგამოძიებო პროცესი. ამ დროისთვის დაკავებულია ამბოხებაში მონაწილე 6 000 სამხედრო პირი. სტამბოლში ვითარებას სრულად აკონტროლებენ სამართალდამცავები. 

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

 

 



ამავე თემაზე
დღის ამბები