19 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
40 არჩეულ მოსამართლეს შორის ურთმელიძე ვერ მოხვდა - გამართული არჩევნების დეტალები

თამაზ ურთმელიძე სასამართლოს სისტემის მიღმა დარჩა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რუსთავი2-ის საქმის მოსამართლემ იუსტიციის საბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო, განსხვავებით იმ 40-ზე მეტი მოსამართლისგან, რომლებიც უკვე დაინიშნენ თანამდებობზე. 

ურთმელიძის ხელმეორედ არარჩევასთან დაკავშირებით განცხადება ჟურნალისტებთან ლევან მურუსიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ არც რუსთავი2-ის საქმეს და არც სხვა საქმეებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. 

განცხადებები დაწინაურების შესახებ არ დაუკმაყოფილდათ პირველ ინსტანციაში სანდრო გირგვლიანის და ცენტრ პოინტის საქმეების განმხილველ მოსამართლეებს. 

სულ იუსტიციის საბჭომ რამდენიმე დღის წინ 40 მოსამართლე აირჩია, მათ შორის არის თამარ ალანიაც. 

მოსამართლეების შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ადვოკატთა ასოციაციის წევრები. მათ არჩევნების დღეს იუსტიციის საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციაც გამართეს. 

განცხადებები გაკეთდა გიორგი მარგველაშვილის სახელით პრეზიდენტის რეზიდენციაშიც, სადაც აღინიშნა, რომ დროულად უნდა მოხდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის დამტკიცება.

პრეზიდენტის ინიციატივა მისაღები აღმოჩნდა პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვისაც. ქართული ოცნება კი წინააღმდეგია, რომ შემოდგომამდე კანონი განიხილოს. 

 

 

ავტორი: თეა ადეიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები