19 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ყირიმ-კონგოს ვირუსით საქართველოში ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი სამხარაძე გარდაიცვალა. სამხარაძე ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. 

გიორგი სამხარაძე ამბროლაურიდან არის. სწორედ ამბროლაურში უკბინა მას ტკიპამ. ის ჯერ სავარაუდო მოწამვლის ნიშნებით ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფაში მიიყვანეს. გარეგნულად დაათვალიერეს, სიყვითლის ნიშნებიდან გამომდინარე თირკმლის პრობლემა დაუდგინეს და სხვა სტაციონარში გადაიყვანეს სამკურნალოდ. 

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყირიმ-კონგოზე ანალიზი ექიმსს არც ჩაუტარებია. ოჯახს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობამ გამოიწვია. 

ბრალდებებს პაციენტის მკურნალი ექიმი ეხმაურება და ამბობს, რომ არც პაციენტს, არც ოჯახს და არც სპეციალისტს ყირიმ-კონგოზე ეჭვი არ ჰქონიათ. 

 

 

ავტორი: თაკო მესხი

დღის ამბები