ოპერის კრიზისი გრძელდება. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ დღეს დაგეგმილი სეზონის დამაგვირგვინებელი სპექტაკლი ვერ გაიმართებოდა. მიზეზი გაფიცვა არის. დასის დიდი ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის განთავისუფლებას ითხოვს.
ოპერის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სეზონის ბოლო წარმოდგენა 23 ივლისს ყველა შემთხვევაში გაიმართება.
გუშინ კი, როგორც ერთ-ერთი გაფიცული პოსტსკრიპტუმთან აცხადებს, შეხვედრა გაიმართა, სადაც დასი სამხატვრო ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე კი დასის უმრავლესობამ კინწურაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებას დაუჭირა მხარი.
თავად კინწურაშვილი კი გადადგომას არ აპირებს.
ოპერაში მიმდინარე პროცესებზე განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა. მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ ის მზად არის, შეხვდეს ოპერისა და ბალეტის თეატრის მთელ კოლექტივს და განიხილოს არსებული ვითარება.