სროლა იყო ცოტა ხნის წინ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან. წინასწარი ინფორმაციით, საპარკინგო ტერიტორიაზე ორმხრივი სროლა მოხდა. არიან დაჭრილები, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები.
როგორც რუსთავი 2-ს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, მომხდარი არანაირ კავშირში არ არის აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ბიუროს ეზოში დაუპირისპირდნენ.
კურიერის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება. დეტალები დგინდება.