საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია გამართა.
კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ბოლო წლებში სიძულვილის ენას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იყენებენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებსა და საჯარო მოხელეებს თვითრეგულირების მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებენ.