მოსავლის აღებაში ქართველ გლეხებს აზერბაიჯანი დაეხმარება. პროცესში დამატებითი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩაერთვება.
წელს საქართველოში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. უხვი ნალექის გამო, მოსავლის აღების სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ, ზოგიერთ რაიონში ტექნიკით მომსახურების დეფიციტი შექმნა.