აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილეები სახელწიფო უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.
დაპირისპირება შუადღისას არჩილ მამაგეიშვილსა და ავთანდილ ანთიძეს შორის მოხდა. მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, პირადი უთანხმოება გახდა.
სროლის შედეგად დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ერთ-ერთი მათგანი, არჩილ მამაგეიშვილი, რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ავთანდილ ანთიძეს კი ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.
ინციდენტში, სავარაუდოდ, მესამე პირიც მონაწილეობდა, რომელიც ამჯამად დაკითხვაზეა გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილიდან სამი ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი გიგლა თუმანიშვილი