თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ქვეყნის გენერალური კონსულის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწია.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქმა დიპლომატმა ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა ტერორისტების აღზრდაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადების მიუხედავად, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაუგებრობა ამოწურულია, თბილისში ვარაუდოებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილს ამ თემაზე საუბარი ანკარაშიც მოუწევს, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით ხვალ ჩადის.
ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ჯანელიძის მოადგილე თურქეთის ელჩს ესაუბრა.
კონსულს სკოლის დირექტორი ბოდიშის მოხდას სთხოვს, რადგან სკოლაში მიაჩნიათ, რომ მათი ღირსება შეილახა.
ავტორი: შოთა დიმიტრაშვილი