თანამედროვე სტანდარტების ახალი გალერეა ეროვნულ არქივში - ამ გალერიის გახსნა იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტების გამოფენა უკვე ხანგრძლივი დროით იქნება შესაძლებელი.
გამოფენა დამთვალიერებლებისთვის უკვე მზად არის და ხვალიდან დამთვალიერებელს არქივში დაცული ისტორიული ექსპონატების ნახვა შეეძლებათ, მათ შორის იმ დოკუმენტების, რომლებიც პირველად გამოიფინება.
საგამოფენო სივრცის მეორე სართულზე განთავსდება მედიათეკა, სადაც ძირითადად კინოსთან და ფოტოსთან დაკავშირებული წიგნები იქნება.
კინოფოტო ლიტერატურის გაცნობა ახალ მედიათეკაში და უძველესი საარქივო დოკუმენტის ნახვა ერთ საგამოფენო სივრცეში უკვე ხვალიდან ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.