19 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისია ოფიციალურად დასრულდა.

ქართულმა სწრაფი რეაგირების ხუთეულმა სამხედრო-მრჩეველთა მისია მიმდინარე წლის 12 აპრილიდან, 11 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეასრულა. ეს უკვე მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში სამხედრო-მრჩეველთა მისიაში იყო ჩართული.

ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებული სამშვიდობო ოპერაცია ადგილობრივი მთავრობის დახმარებას და მათთვის უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ადგილობრივი სამხედრო ძალების რეორგანიზაციაში მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეულის მთავარი ამოცანა, მაღალი რანგის პირების ესკორტირება და დაცვის უზრუნველყოფა იყო.

დღის ამბები