19 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"ჩვენი სირცხვილია, რომ დღეს უკრაინას ერთი ძლიერი ხმით ნაკლები ჰყავს,"- სააკაშვილი პაველ შერემეტის მკვლელობას ეხმაურება

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობას ფეისბუქის გვერდზე მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. 

ოდესის გუბერნატორი ჟურნალისტს "ნიჭიერ პროფესიონალად" მოიხსენიებს და წერს:

"ტერორისტების მიერ მისი მკვლელობა აძლიერებს ეჭვს, რომ მთელ ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს უმზადებენ. ჩვენ ისინი უნდა შევაჩეროთ. ჩვენი სირცხვილია, რომ დღეს უკრაინას ერთი ძლიერი ხმით ნაკლები ჰყავს." 

მიხეილ სააკაშვილმა პაველ შერემეტთან ერთად რამდენიმე დღის წინ გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები