19 ნოემბერი 2024,   19:12
ვრცლად
"მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" - ქართული დოკუმენტური ფილმი ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ქართული დოკუმენტური ფილმი ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე-თომა ჩაგელიშვილის მიერ მომზადებული ფილმი რუსულ ოკუპაციას ეხება. გადაღებები წელიწადნახევრის განმავლობაში იმ ადგილებში მიმდინარეობდა, სადაც ოკუპანტების მხრიდან უკანონო საზღვარია გავლებული.

დოკუმენტური ფილმი დეტალურად ასახავს იმ პრობლემებს, რომელიც ოკუპანტებმა საქართველოს სახელმწიფოს შეუქმნეს, ფილმის სახელწოდებაა მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე დოკუმენტური ფილმი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალში ევროპული დოკუმენტური ფილმების სექციაში მონაწილეობს.

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ჩვენი, რომ საქართველოს პრობლემები გავაცნოთ მსოფლიოს,“ - აღნიშნა დოკუმენტალისტმა თომა ჩაგელიშვილმა.

დღის ამბები