სოციალურ სახლების პროექტთან დაკავშირებით ლევან ვარშალომიძე ხელშეკრულებების გაფორმებას განაგრძობს. ის დღეს ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებულებს შეხვდა.
ვარშალომიძის გამოჩენას ქალბატონის პროტესტი მოჰყვა, თუმცა შეხვედრა მაინც შედგა. ქალბატონი თავად ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა გაიყვანეს ტერიტორიიდან.
ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში მისვლასა და განმარტებების გაკეთებას აპირებს.
„სამი აქტივისტი შემოდის და მოსახლეობასთან არევის მიზნით პროვოკაციებს აწყობს, არსებობენ ასეთი ადამიანები. მე თითოეულ ოჯახში შევალ, თითოეულ ოჯახს დაველაპარაკები. 4 წლის განმავლობაში ეს ხალხი იღებდა მხოლოდ დაპირებებს,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.