19 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსასვლელად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

იგორ გიორგაძის უდანაშაულობაზე მისი ადვოკატი საუბრობს. როგორც გაგი მოსიაშვილმა კურიერთან განაცხადა, ყველა შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებულია, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი პოლიტიკური დევნილი იყო.

„ბატონი იგორის მიმართ იყო პოლიტიკური დევნა, ეს დასტურდება საქმის მასალებით, რომელიც არსებობს, შესაბამისად ინტერპოლმა მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. 

რაც შეეხება სამომავლო სამართლებრივ ქმედებებს, ადვოკატები დეტალებზე დღეს პრესკონფერეციაზე ისაუბრებენ.

როგორც ცნობილია, იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსასვლელად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. მასზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე მიიღო. ამის მიუხედავად, როგორც განცხადებაში წერია, მთავარი პროკურატურა მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.

დღის ამბები