გორის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გორის მკვიდრის, რამაზ ქოქოშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ქოქოშვილი სამართალდამცავებმა 2 ივნისს დააკავეს. მას პოლიციელისთვის წინააღდეგობის გაწევა ედება ბრალად. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობს.
აქციაზე შეკრებილები ითხოვენ რომ სასამართლომ და პროკურატურამ გაიზიაროს მათი მტკიცებულებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის სასამართლოს დარბაზიდან. ახლობლები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.