19 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
კამათი და დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე

ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოს ადამიანის უფლებებს დაცვის კომისიის სხდომა. ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახები დაუპირისპირდნენ, რომელთაც კომპენსაცია ამ დრომდე მიუღიათ.

სიტუაცია საკრებულოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაზარალებულების კომპენსირება ამ დრომდე მათი ნების გამო ვერ მოხერხდა. დაზარალებულების ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

“ქონების მართვის სააგენტო არ კითხულობს და არ ასრულებს ქალაქის საკრებულოს დადგენილებას, რომელიც სპეციალურად ჩემთვის და ჩემნაირებისთვის მიიღო,“-განაცხადეს დაზარალებულებმა. 

ხელისუფლებას აკრიტიკებენ საკრებულოს ოპოზიციაში. 

“ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიუხედავად დეკლარირებული პოზიციისა, რომ ადამიანები დაკმაყოფილებული ყოფილიყვნენ და ის სტიქიით მიყენებული ზიანი ყოფილიყო ანაზღაურებული,“-განაცხადა ფრქაცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბაესაძემ.

დებატების დროს სხდომა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა.

ადამიანის უფლებათა კომისია 13 ივნისს დაზარალებულთა კომპენსაციების წესის ცვილების საკითხს განიხილავდა.

დღის ამბები